2023 წლის 27-28 სექტემბერს ქ. თბილისში, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის, ისლამური მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაციის (იმსა) და ჯადარას უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “Shaping Tomorrow: Innovations and Trends in the Middle East and Caucasus Markets”. ისლამური მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს (გლობალური ისლამური მარკეტინგის კონფერენცია). პირველი კონფერენცია ჩატარდა 2011 …