ტრენინგი თემაზე: ,,საბიბლიოთეკო სერვისები და მათი გამოყენება“

ტრენინგი თემაზე: ,,საბიბლიოთეკო სერვისები და მათი გამოყენება“

2023 წლის 9 ოქტომბერს მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ქართულენოვანი სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი: ,,საბიბლიოთეკო სერვისები და მათი გამოყენება“. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ სტუდენტებს გააცნო ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების EBSCO-სა და ELSEVIER-ის – ელექტრონული სამეცნიერო ბაზების, ელ. კატალოგისა და სტუდენტთა ელბაზების წვდომისა და გამოყენების გზები ნებისმიერი სივრციდან.