2023 წლის 27-28 სექტემბერს ქ. თბილისში, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის, ისლამური მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაციის (იმსა) და ჯადარას უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “Shaping Tomorrow: Innovations and Trends in the Middle East and Caucasus Markets”.
ისლამური მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს (გლობალური ისლამური მარკეტინგის კონფერენცია). პირველი კონფერენცია ჩატარდა 2011 წელს ქ, დუბაიში და შემდეგ კი ქალაქებში: აბუ-დაბი, ქაირო, ტუნისი, კასაბლანკა, კუალა-ლუმპური, ომანი, სტამბული და ა.შ.
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ჯადარას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დოქტორმა შუქრი რ. მარაშდეჰმა. კონფერენციას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში პროფესორი თორნიკე ხოშტარია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მარკეტინგის სფეროს წამყვანმა მეცნიერებმა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებმა გამოცდილება გაუზიარეს ბაზარზე მარკეტინგის გავლენაზე, ასევე ინოვაციურ და ტრენდულ მიდგომებზე.
კონფერენცია ჩატარდა საინტერესო მოხსენებებით და დისკუსიით.