საჯარო ლექცია

3 მაისს უნივერსიტეტ გეომედს ეწვია იტალიის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNR) პროფესორი ჯოვანი როვიელო და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „Exploring natural compounds in food as anticancer treatments: curcumin encapsulation in delivery systems based on L-tryptophan amino acid “. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში და გაიმართა საინტერესო დისკუსია. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი პროექტები სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებით იტალიის სამეცნიერო კვლევების ეროვნულ ცენტრსა და უნივერსიტეტ გეომედს შორის.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail