2023 წლის 28 აპრილს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და Mini-Cex (მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება). სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.
შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სამეცნიერო ფონდი აცხადებს ღია კონკურსს საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით, შემდეგი პირობებით: I. მოთხოვნები გრანტის წარმდგენის მიმართ1. საგრანტო კონკურსში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც:ა) არის დოქტორის აკადემიური (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი (ხარისხი მინიჭებული აქვს ბოლო 5 …
I. ცხადდება ღია კონკურსი შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად – 1 ვაკანსია. II. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო …
2023 წლის 9 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას. აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 მაისი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge თანდართული დოკუმენტები:მოთხოვნები სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომზესტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა