2023 წლის 5 მაისს უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ,,ორგანიზაციული კომუნიკაცია და ადამიანური კაპიტალი.” ლექციას უძღვებოდა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი – დიმიტრი კობახიძე.
ლექციაზე იყო განხილული:
- კომუნიკაციის არსი და მის ძირითადი ელემენტები;
- ორგანიზაციული ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციები;
- ადამიანური კაპიტალი;
- სწორად წარმართული ადამიანური კაპიტალი და გამართული კომუნიკაციები, კორპორატიული პროგრესის დაგეგმვა და დასახული მიზნების მიღწევა.
ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დებატები.