Elsevier-ის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ტარდება ვებინარების სერია, რომელშიც ჩართულია უნივერსიტეტი გეომედი. 2023 წლის აპრილ-მაისის თვეებში Elsevier-ის ტრენერმა-თამარ გოგუამ ჩაატარა ვებინარები შემდეგ საკითხებზე:
- Scopus -ბიბლიომეტრიული ბაზის მიმოხილვა. ბაზის შესაძლებლობები. როგორ ეხმარება Scopus-ი მეცნიერებს და მეცნიერების ადმინისტრატორებს. ბაზაში ინდექსირებული წყაროები და პუბლიკაციები. (11.04.2023)
- ScienceDirect-რესურსის მიმოხილვა. ელსევიერის ჟურნალები. თემატური გვერდები. ჟურნალების მეტრიკები. (25.04.2023)
- ScienceDirect – ხშირად დასმული კითხვები (23.05.2023)
ვებინარები მიმდინარეობდა ქართულ ენაზე Zoom-ის პლატფორმაზე, რომლებსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები. ტრენერმა კონკრეტული მაგალითებით აუხსნა და აჩვენა მსმენელებს, თუ როგორ გამოიყენონ ბაზები და მოიძიონ რესურსები, რა არის ჟურნალის მეტრიკა, როგორ უნდა მოიძოს და შეარჩიოს ავტორმა ჟურნალი სტატიის გამოსაქვეყნებლად და ა.შ. ვებინარები ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.