შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, ქ. სკოპიეს „უნივერსიტეტი ამერიკული კოლეჯ“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ბილატერალურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, შერჩეული იქნა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია.
2022 წლის 18 მარტს, უნივერსიტეტ გეომედის სააქტო დარბაზში, შემოქმედებითმა გაერთიანება გიმნასიონმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის ალი აბასსის მოხსენება თემაზე „განსხვავებული ხედვა სტომატოლოგიაში, აღმოჩენები და მიღწევები“. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.