2022 წლის 4 მარტს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საბიბლიოთეკო სივრცეში გაიმართა მონოგრაფიის „ენდოგენური პეპტიდების როლი ორგანიზმების სისტემურ თვითრეგულაციაში“ პრეზენტაცია, რომლის ავტორია უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ვახანია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებული მონოგრაფია გახდა გამარჯვებული რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ …