უნივერსიტეტ გეომედის პროფესორები საქმიანი ვიზიტით ინდოეთს ესტუმრნენ. შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტების რექტორებთან, პრორექტორებთან, მედიცინის ფაკულტეტის დეკანებთან, კვლევითი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან. უნივერსიტეტის დელეგაცია მიიწვია გუჯარათის პარლამენტის ოფიცერმა მედიცინის მიმართულებით ბატონმა ანილ ჩაუჰანმა და გაიმართა საინტერესო საუბარი. მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს წარმატებული ექიმების აღზრდისათვის და გამოთქვა სურვილი ეწვიოს უნივერსიტეტ გეომედს. მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ხათუნა მაკალათია …
უნივერსიტეტ გეომედმა გამოხატა სრული სოლიდარობა უკრაინისადმი და ჰუმანიტარული ტვირთის სახით გადაუდებელი სამედიცინო მოხმარების მედიკამენტები და აღჭურვილობები გააგზავნა.
2022 წლის 9 მარტს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა მორიგი სამეცნიერო სემინარი თემაზე “ჰიპოკამპის როლი სივრცითი მეხსიერების ფორმირებასა და გახსენებაში“- მომხსენებელი უნივერსიტეტ გეომედის ასისტენტ პროფესორი ეკატერინე ყიფიანი. სემინარზე განხილული იყო უახლესი კვლევების შედეგები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
2022 წლის 4 მარტს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საბიბლიოთეკო სივრცეში გაიმართა მონოგრაფიის „ენდოგენური პეპტიდების როლი ორგანიზმების სისტემურ თვითრეგულაციაში“ პრეზენტაცია, რომლის ავტორია უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ვახანია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებული მონოგრაფია გახდა გამარჯვებული რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ …