ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის 4 თებერვალს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დისტანციური სამუშაო შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან. შეხვედრის ფარგლებში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ჩანტლაძემ და გეომედის აფილირებული კლინიკის „გერმანული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდა კოტრიკაძემ ისაუბრეს დასაქმების პერსპექტივებზე მათ ორგანიზაციებში, დასაქმებისათვის საჭირო პროფესიულ …