აქტიური მონაწილეობისთვის ასტრობიოლოგიაში, ღვაწლმოსილი მეცნიერის ნუგზარ ალექსიძის სახელი და გვარი ჩართულია იმ ასტრობიოლოგთა სიაში, რომელიც 2020 წელს გაიგზავნა მარსზე და 2021 წლის 18 თებერვალს, აშშ-ს დროით 11 სთ-ზე მარსზე ჩავიდა.უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს ნუგზარ ალექსიძეს ამ დიდ მიღწევას და უსურვებს წარმატებებს შემდგომ სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში.