სემინარი “რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში”

სემინარი “რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში”

2021 წლის 12 მარტს, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სემინარი “რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში”, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი თამარ ოქროპირიძე.  სემინარზე განხილული იყო რეკომენდაციები, რომლებიც მოწოდებულია სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებისათვის კორონავირუსის ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიზნით. თემის აქტუალობიდან და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

სამეცნიერო სესიის კვირეული გეომედში

სამეცნიერო სესიის კვირეული გეომედში

2021 წლის 1-5 მარტს უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო სესიის კვირეული, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს უნივერსიტეტის წამყვანმა პროფესორებმა, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა და ახალგაზრდა მკვლევარებმა. სამეცნიერო სესიას მიესალმა და სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მარინა ფირცხალავა. სამეცნიერო სესიაზე წარმოდგენილი იყო მეტად საინტერესო და აქტუალური საკითხები. მათ შორის აღსანიშნავია: …

ვებინარი – როგორ შევქმნათ უკეთესი გამოცდები

ვებინარი – როგორ შევქმნათ უკეთესი გამოცდები

2021 წლის 24 თებერვალს, სიცოცხლის ბოლომდე სწავლების სამსახურის ხელშეწყობით, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საგამოცდო ცენტრისა და ფაკულტეტების თანამშრომლები  დაესწრნენ საერთაშორისო ვებინარს “როგორ შევქმნათ უკეთესი გამოცდები”, სადაც განხილული იყო გამოცდის ციფრული ტრანსფორმაციის დიზაინის საკითხები, იმ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, რომლებსაც აქვთ აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება. ვებინარს უძღვებოდნენ UCL Institute of Education ასოცირებული პროფესორი მერი რიჩარდსონი და …