სამუშაო შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან

ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის 4 თებერვალს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დისტანციური სამუშაო შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან.

შეხვედრის ფარგლებში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ჩანტლაძემ და გეომედის აფილირებული კლინიკის „გერმანული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდა კოტრიკაძემ ისაუბრეს დასაქმების პერსპექტივებზე მათ ორგანიზაციებში, დასაქმებისათვის საჭირო პროფესიულ და პიროვნულ უნარ-ჩვევებზე და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. შეხვედრაზე ასევე განხილულ იყო ეპიდემიის პერიოდში სამედიცინო სფეროში არსებული ვაკანსიები და მოთხოვნადი პროფესიები. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის. რამდენიმე მათგანმა უკვე მიიღო შემოთავაზებები დასაქმების შესახებ ზემოთხსენებული კლინიკების წარმომადგენლებისგან.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail