ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

I. საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და უნივერსიტეტის წესდების (მუხლი 8) საფუძველზე გამოცხადდეს ღია კონკურსი სტომატოლოგიის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში: მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი (მიმართულება: სამედიცინო ბიოლოგია, სამედიცინო ქიმია, ბიოფიზიკა, ადამიანის ანატომია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია): პროფესორი …

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გადასულია მომსახურების ახალ ფორმაზე – ელექტრონული წიგნებით ინტერნეტ მომსახურება. ბიბლიოთეკის ნებისმიერ აბონენტს შეუძლია სასურველ დროსა და სივრცეში, ბიბლიოთეკაში შეუსვლელად ისარგებლოს სილაბუსებით გათვალისწინებული ელწიგნებით; ამისათვის, საკმარისია, ვებ გვერდებზე https://geomedi.edu.ge ან emis.geomedi.edu.ge შესვლა, ავტორიზაციის გავლა, ხელმარცხნივ ფანჯარაში ,,ბიბლიოთეკა“ შესვლა და ელკატალოგიდან მისთვის საჭირო ელწიგნის მოძებნა და ჩამოტვირთვა. ბიბლიოთეკის დირექტორი ი. ბოლოკაძე

2019-2020 ს/წ შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ

I. შიდა მობილობის ვადები: ა) დოკუმენტების მიღება – 25 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით; ბ) კრედიტების აღიარება – 01 აგვისტო; გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 02 აგვისტო. II. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: ა) განცხადება; ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით); გ) პირადობის მოწმობის ასლი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ …

გადაუდებელი მედიცინის ტრენინგი

2019 წლის 17-18 იანვარს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბრისტოლში ჩატარდა გადაუდებელი მედიცინის სამეფო კოლეჯის მიერ ორგანიზებული გადაუდებელი მედიცინის აკადემიური ტრენინგი და გადაუდებელი მედიცინის კლინიკური ტრენინგი, რომელშიც ოფიციალური მიწვევით მონაწილეობა მიიღო სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ჯასვანტ სინგჰმა. ასევე მან გაიარა კლინიკური პრაქტიკის კურსები ლონდონის ჰოსპიტლის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და დედოფალ ელიზაბეტის ჰოსპიტლის სასწრაფო მზრუნველობის დეპარტამენტში. 2019 …

უნივერსიტეტი გეომედი 93-80 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2019 წლის 11 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგაში, უნივერსიტეტ გეომედის კალათბურთის გუნდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ანგარიშით 93:80 დაამარცხა.