მანიშ კუმარ სრივასტავას ვიზიტი გეომედში

მიმდინარე წლის 21-22 აგვისტოს ინდოეთის შუბარტის უნივერსიტეტის პროგრამების მთავარი კოორდინატორი ბატონი მანიშ კუმარ სრივასტავა სამუშაო ვიზიტით ესტუმრა უნივერსიტეტ გეომედს. ბატონი მანიშ კუმარ სრივასტავა შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მარინა ფირცხალავას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. შეხვედრაზე განიხილული იყო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამების საკითხები, როგორც აკადემიური პერსონალისთვის ასევე სტუდენტებისთვის.  

ცხადდება კონკურსი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის შერჩევის მიზნით. II. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;2. ავტობიოგრაფია cv;3. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.4. უმაღლესი განათლებისა (დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი) და სამეცნიერო ხარისხის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;5. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;6. სამოტივაციო …