2022 წლის 15 ივლისს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი რევაზ ლორთქიფანიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე „სრულყოფილი კონკურენცია და დაბალანსებული რეგულირება“, სადაც განხილული იქნება მსხვილი მეწარმეების „უწიფარი“ (ძალადობრივი) დანაწევრება და მსხვილ, საშუალო და მცირე მეწარმეობას შორის ბალანსის არსებობის საჭიროება. სემინარი ჩატარდება სააქტო დარბაზში, 14:00 საათზე.
განცხადებები
სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე, საბაკალავრო ნაშრომების დაცვა შედგება 2022 წლის 18 ივლისს, 10:00 საათზე, სამაგისტრო ნაშრომების – 2022 წლის 25 ივლისს, 15:00 საათზე.
სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, საბაკალავრო ნაშრომების დაცვა შედგება 2022 წლის 20 ივლისს, 11:00 საათზე, სამაგისტრო ნაშრომების – 2022 წლის 25 ივლისს, 11:00 საათზე.

2022 წლის 13-21 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ინსტიტუტში 7 დღიანი ტრენინგ პროგრამის ფარგლებში გადამზადება გაიარა უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელმა. ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“ სავალდებულოა მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით და მიზნად ისახავს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის უწყვეტ განვითარებასა და სამედიცინო სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. …
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ორგანიზებით 2022 წლის 31 მაისს, 3 საათზე, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდება საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის კომუნიკაციების სფეროში მათი უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენას, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრა გაიმართება Zoom აპლიკაციის მეშვეობით. შეხვედრის ლინკი:https://gncc.zoom.us/j/85336971677?pwd=RitpYUJpcnliZEkxQ3VMZHZUcW5zdz09 …











