პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2021 წლის 17 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა  პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა, პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა. თითოეული მოხსენების გარშემო  გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.

შეხვედრა ევექსის ჰოსპიტლების წარმომადგენლებთან

შეხვედრა ევექსის ჰოსპიტლების წარმომადგენლებთან

2021 წლის 17 დეკემბერს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა „ევექსის ჰოსპიტლების“ წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და მათი კარიერული წინსვლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრას ესწრებოდნენ „ევექსის ჰოსპიტლების“ საექთნო მიმართულების განვითარების კოორდინატორი თამარ დაუსი, პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ნინო შადური, შერჩევის განყოფილების უფროსი თამარ კაზალიკაშვილი …

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2021 წლის 16 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის  ორგანიზებით ჩატარდა  სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში კვლევებსა და აქტუალურ საკითხებს. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის  გარშემო გაიმართა დისკუსია.  კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – ნანა …

წიგნის პრეზენტაცია

წიგნის პრეზენტაცია

გამოვიდა პროფესორ თეიმურაზ თავხელიძის წიგნი „ზოგადი პათოლოგია“ მეორე რედაქციით, სადაც განხილულია ზოგადი პათოლოგიური ანატომიისა და ზოგადი პათოლოგიური ფიზიოლოგიის საკითხები. სახელმძღვანელო გამოიცა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მიერ. წიგნი განკუთვნილია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პათოლოგიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

მსოფლიო ონლაინ კონფერენცია “Public Health 2021”

მსოფლიო ონლაინ კონფერენცია “Public Health 2021”

2021 წლის 26-27 ნოემბერს, მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ორგანიზებით გაიმართა მეორე მსოფლიო ონლაინ კონფერენცია „Public Health 2021“, სადაც საქართველოდან მოხსენებით „The Roles of Hedonistic, Utilitarian Incentives and Government Policies Affecting Customer Attitudes and Purchase Intention Towards Green Products”, წარსდგა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეკანი და ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია. მოხსენებაში …