სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მონაწილეობა მე-19 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

2021 წლის 15-17 დეკემბერს, ქალაქ სიედლცეში ონლაინ ფორმატში ჩატარდა მე-19 საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენცია “Current Challenges for Human Activity” – An Interdisciplinary Approach.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის, კანადის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 50-ზე მეტმა მეცნიერმა.

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი და ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თორნიკე ხოშტარია, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე “Impact of Consumers Incentives Towards Green Products’ Purchase Intentions“. მოხსენება ეხებოდა მწვანე პროდუქტების მოხმარების მიმართულებით ცნობადობის ამაღლებას საქართველოში და მთავრობის მიერ გასატარებელ პოლიტიკას ამ მიმართულებით. პრეზენტაციამ მსმენელთა მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, დაიწყო მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობაზე სიედლცეს უნივერსიტეტთან.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail