2021 წლის 24 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით ჩატარდა სემინარი თემაზე “რიტორიკა”, რომელიც მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნო ორატორობისა და აუდიტორიასთან სიტყვით გამოსვლის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული უნარები. სასწავლო სემინარს უძღვებოდა გეომედის ასოცირებული პროფესორი გოჩა მსხილაძე. მოხსენების დასრულების შემდეგ, განხილული საკითხების გარშემო გაიმართა დისკუსია. სემინარი ჩატარდა ონლაინ და დასწრებულ ფორმატში.