წარმატებული სამეცნიერო საქმიანობა

წარმატებული სამეცნიერო საქმიანობა

პროფესორ თორნიკე ხოშტარიას თანაავტორობით პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტის მაღალრეიტინგულ ჟურნალში „International Journal of Marketing, Communication and New Media“, რომელიც ინდექსირებულია Web of Science-ში, გამოქვეყნდა სტატია “The Impact of Social Media Influencers on Brand Awareness, Image and Trust in their Sponsored Content: An Empirical Study from Georgian Social Media Users”. სტატიის ბმული იხილეთ აქ.  მისი მეორე ნაშრომი …

გეომედის კურსდამთავრებულების წარმატება FMGE/MCI გამოცდაზე

გეომედის კურსდამთავრებულების წარმატება FMGE/MCI გამოცდაზე

უნივერსიტეტ გეომედის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულების კიდევ ერთმა ნაკადმა წარმატებით ჩააბარა ინდოეთის რესპუბლიკაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის სავალდებულო FMGE/MCI გამოცდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოჰიტ პანჯვანის წარმატება, რომელმაც ინდოეთის მაშტაბით მესამე ადგილი დაიკავა აღებული ქულების რაოდენობით. უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს კურსდამთავრებულებს და უსურვებს წინსვლას პროფესიულ ასპარეზზე.

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2022 წლის  24 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედის  სააქტო დარბაზში ჩატარდა  სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, რომელზეც მოხსენებები წარმოადგინეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სტუმრებმა.კონფერენციას უძღვებოდა რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში- პროფესორი ზურაბ ცეცხლაძე.სტუდენტების მრავალფეროვანი და საინტერესო პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, განხილული თემების  გარშემო გაიმართა დისკუსია.  კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – ნინო ტუღუში (სტომატოლოგიის ფაკულტეტი,  IV კურსი, …

ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“

ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“

2022 წლის 13-21 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ინსტიტუტში 7 დღიანი ტრენინგ პროგრამის ფარგლებში გადამზადება გაიარა უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელმა. ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“ სავალდებულოა მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით და მიზნად ისახავს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის უწყვეტ განვითარებასა და სამედიცინო სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. …

„თბილისის სტუდენტური თასი 2022“

„თბილისის სტუდენტური თასი 2022“

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა წარმატების იასპარეზეს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „თბილისის სტუდენტური თასი 2022“-ის ფარგლებში ჩატარებულ ჩემპიონატში.   ოქროს მედალი ქართულ ჭიდაობაში 2022 წლის 20 ივნისს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „თბილისის სტუდენტური თასი 2022“-ის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი იმედა გოგოლაძე. მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ფიზიკური …