გეომედის სტუდენტების საახალწლო წვეულება

გეომედის სტუდენტების საახალწლო წვეულება

28 დეკემბერს გეომედის სტუდენტები ერთ სივრცეში შეიკრიბნენ, რათა ერთად შეექმნათ საახალწლო განწყობა და ყოფილიყვნენ განსაკუთრებული საღამოს ნაწილი — სავსე დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი მომენტებით.საღამო გამოირჩეოდა ღიმილით, მუსიკითა და ცეკვით, რაც სტუდენტურ ერთობას კიდევ უფრო ამყარებს. თითოეული კადრი ასახავს საერთო სიხარულს, ურთიერთ მხარდაჭერასა და იმ კავშირს, რომელიც ამ საღამოს ჩამოყალიბდა.ეს არ იყო მხოლოდ წვეულება — ეს …

უსგ პროგრამა: “კარდიოპულმონური რეანიმაცია გადაუდებელი მდგომარეობების დროს”

უსგ პროგრამა: “კარდიოპულმონური რეანიმაცია გადაუდებელი მდგომარეობების დროს”

უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით 5-6 ნოემბერს და 17-18 დეკემბერს განხორციელდა მოკლევადიანი უსგ პროგრამა: “კარდიოპულმონური რეანიმაცია გადაუდებელი მდგომარეობების დროს”. თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი მთავარი პრობლემა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და გულის გაჩერებაა. კარდიოპულმონარული რეანიმაციის (CPR) სწავლება წარმოადგენს უკიდურესად აქტუალურ მიმართულებას თანამედროვე ჯანდაცვაში, რადგან გულის გაჩერება რჩება სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ხოლო გადარჩენა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირველივე წუთებში ჩატარებულ სწორ და …

FMGE გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი უნივერსიტეტ გეომედში

12 დეკემბერს უნივერსიტეტი გეომედის ინიციატივით ექიმი სარა ხადერი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ექიმი და პედაგოგია ინდოეთის რესპუბლიკაში, ესტუმრა უნივერსიტეტის კამპუსს, სადაც მე-5 – მე-12 სემესტრის სტუდენტებისთვის ჩაატარა FMGE გამოცდისთვის მოსამზადებელი ხუთდღიანი კურსი. დამსწრე სტუდენტებმა შეისწავლეს აღნიშნული გამოცდის ძირითადი თემები და სტრუქტურა, განიხილეს მოსამზადებელი პროცესის თავისებურებები და დაწერეს ტესტური ვერსია.

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2025 წლის 12 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო მოხსენებები მედიცინის, რეაბილიტაციის, სამედიცინო მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – Niyati Nileshkumar Vaidya, (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი – Pooja Hiteshbhai Rajput (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი) …

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია

2025 წლის 11 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. თითოეული მოხსენების გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.