ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

23 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. აღნიშნული ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რათა მათ გაუადვილდეთ სასურველი რესურსებისა და სერვისების მოძიება და მიღება. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ისაუბრა ასევე, EBSCO-სა და ELSEVIER-ის ბაზების მნიშვნელობაზე, მათი …

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

2024 წლის 7-8 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: PBL (Problem-Based Learning) – პრობლემის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, CBL (Case-Based Learning) – შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, Flipped classroom – შებრუნებული საკლასო ოთახი, Bedside teaching – სწავლება პაციენტის საწოლთან, OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და …

ვებინარი: Discover ScienceDirect Topics

ვებინარი: Discover ScienceDirect Topics

28 მაისს ელსევიერის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარდა ონლაინ ვებინარი თემაზე: ’’Discover ScienceDirect Topics’’. ონლაინ დემონსტრაციის გარდა, ტრენერმა ისაუბრა ScienceDirect-ის უპირატესობებზე, რესურსების მოძიებისა და მათზე მუშაობის შესახებ და ა.შ.

ვებინარი: How to find relevant literature in Scopus

ვებინარი: How to find relevant literature in Scopus

9 აპრილს ელსევიერის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარდა ონლაინ ვებინარი თემაზე: ’’How to find relevant literature in Scopus’’. ვებინარზე განხილული იყო ძიების სტრატეგიები სკოპუსში, ონლაინ დემონსტრაციის დროს პრაქტიკულად იყო წარმოდგენილი ძიების პროცესი, თუ როგორ ვიპოვოთ ღია წვდომის სტატიები, როგორ შევინახოთ ძიების შედეგები და ა.შ. სესიის ბოლოს ტრენერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

ტრენინგი: “საექთნო საქმის სწავლების მეთოდური პრინციპები”

ტრენინგი: “საექთნო საქმის სწავლების მეთოდური პრინციპები”

2024 წლის 31 იანვარიდან 02 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა ტრენინგი „საექთნო საქმის სწავლების მეთოდური პრინციპები“. ტრენინგს ესწრებოდნენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის „საექთნო საქმე“ აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ტრენინგს უძღვებოდა სერტიფიცირებული ტრენერი, საქართველოს ექთნების ასოციაციის პირველი პრეზიდენტი ლია მამალაძე.