21 ოქტომბერს, უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: ,,სამეცნიერო მონაცემთა ბაზები; სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები’’. ტრენინგს უძღვებოდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, EIFL-ის (Electronic Information for Libraries) ლიცენზირების კოორდინატორი საქართველოში – მარიკა ჟორჟოლიანი.
ტრენინგი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის გაიმართა და მისი მიზანი იყო სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ელექტრონული ბაზების ეფექტურად გამოყენებისა და ინფორმაციის სწრაფი ძიების პრაქტიკული უნარების გაღრმავება.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ელექტრონულ სამეცნიერო მონაცემთა ბაზებზე წვდომა და საძიებო ტექნიკები, სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების ეტაპები და შესაძლებლობები ფასიან და ღია წვდომის ჟურნალებში, საერთაშორისო ჟურნალების შერჩევის კრიტერიუმები და ა.შ.














