თეთრი ხალათების ცერემონია

უნივერსიტეტი გეომედის ორგანიზებით, სასტუმრო „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“-ში გაიმართა თეთრი ხალათების ცერემონია პირველი კურსის სტუდენტებისთვის.

ღონისძიების პირველ ნაწილში სტუდენტებს მიესალმნენ უნივერსიტეტის დეკანები, ვიცე-რექტორი, ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც მათ წარმატებები უსურვეს მომავალ პროფესიულ გზაზე.

ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო თეთრი ხალათის გადაცემა და ფიცის დადება — სიმბოლო იმისა, რომ იწყება გზა, რომელიც მოითხოვს ცოდნას, ერთგულებასა და დიდ პასუხისმგებლობას.

ეს დღე პირველი ნაბიჯია დიდი მიზნებისკენ — იქ, სადაც იწყება მომავალი ექიმების ისტორია.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail