ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!

ცხადდება იმ მაძიებლების განაცხადების მიღება, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამა შემდეგ საექიმო სპეციალობებში:

  1. თერაპიული სტომატოლოგია – 6 ადგილი;
  2. სუბსპეციალობა – პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია – 4 ადგილი;
  3. ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია – 1 ადგილი.

რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  1. განცხადება
  2. პირადობა (ასლი)
  3. მაძიებლის (კურსდამთავრებულის) დიპლომის ასლი
  4. მაძიებლის (კურსდამთავრებულის) საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი ან სპეციალობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ენიშვნა:

  • თითოეული საექიმო სპეციალობის მიხედვით, კვოტით განსაზღვრულზე მეტი განაცხადის შემთხვევაში, ჩატარდება საკონკურსო შერჩევა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ იმ მაძიებლებს, რომელებსაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული აქვთ მაღალი შეფასება.
  • აღნიშნული პირობების თანხვედრის შემთხვევაში, თითოეულ კანდიდატთან ჩატარდება გასაუბრება.

განაცხადების მიღება წარმოებს ა.წ. 28 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით.

მის.: თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3) ტელ.: (+995) 275-24-59; (+995) 275-25-13


Facebooktwitterpinterestlinkedinmail