უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს მაძიებლის განაცხადის მიღებას, ვისაც ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და მზაობა, გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამა შემდეგ სპეციალობებში:
- თერაპიული სტომატოლოგია / სპეციალიზაციის კურსი ბავშვთა და მოზარდთა თერაპიულ სტომატოლოგიაში – 11 ადგილი;
- ორთოპედიული სტომატოლოგია – 2 ადგილი;
- ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურირტოლოგია – 1 ადგილი.
რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება
- პირადობა (ასლი)
- მაძიებლის (კურსდამთავრებულის) დიპლომის ასლი
- მაძიებლის (კურსდამთავრებულის) საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი ან სპეციალობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (საჭიროების შემთხვევაში).
შენიშვნა:
- თითოეული საექიმო სპეციალობის მიხედვით, კვოტით განსაზღვრულზე მეტი განაცხადის შემთხვევაში, ჩატარდება საკონკურსო შერჩევა;
- უპირატესობა მიენიჭებათ იმ მაძიებლებს, რომელებსაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული აქვთ მაღალი შეფასება.
- აღნიშნული პირობების თანხვედრის შემთხვევაში, თითოეულ კანდიდატთან ჩატარდება გასაუბრება.
განაცხადების მიღება წარმოებს ა.წ. 02 დეკემბრიდან 06 დეკემბრის ჩათვლით.
მის.: თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3) ტელ.: (+995) 275-24-59; (+995) 275-25-13;