უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტთა აკადემიური საზოგადოების (SAS) ორგანიზებით 21 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ზურაბ ცეცხლაძემ დაინტერესებული სტუდენტებისათვის ჩაატარა ღია ლექცია. ლექციის ფარგლებში განხილული იყო ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და კლინიკური კვლევების ტიპები და დაგეგმვის თავისებურებები.
ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.