8 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური პერსონალი ონლაინ რეჟიმში დაესწრო Elsevier-ის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარებულ ვებინარს თემაზე – Modern teaching methods and the use of e-resources in academic education. ვებინარის განმავლობაში თემატიკის მიხედვით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ტრენერები. ვებინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე სასწავლო ინსტრუმენტებისა და ელექტრონული რესურსების როლი უმაღლეს განათლებაში, გამოწვევები და გადაწყვეტილებები არსებული ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისას, გემიფიკაცია სწავლების პროცესში, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თანამშრომლობა ბიბლიოთეკასა და ლექტორებს შორის, რაც უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესში და ა.შ.