I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს სასწავლო დარგში რექტორის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად.
II. სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე.
III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება.
IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
3. უმაღლესი განათლების და დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
5. ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ;
6. სამოტივაციო წერილი;
7.სასწავლო დარგის განვითარების კონცეფცია (წარმოდგენილი მაქსიმუმ 180 სიტყვით);
8. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
V. კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
- დისციპლინა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
- კომპიუტერული უნარები
VI. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- სამუშაო გამოცდილება
- სასწავლო დარგის განვითარების კონცეფცია
- სამოტივაციო წერილი
- გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.
VII. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
VIII. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა – 12. გამსვლელი ქულა – 10.
IX. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2024 წლის 20 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 1000 საათიდან 1700 საათამდე.
X. ტესტირება ინგლისურ ენაში – 2024 წლის 30 სექტემბერი, 12.00 სთ.
XI. გასაუბრება – 2024 წლის 01 ოქტომბერი, 1500 სთ.
XII. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2024 წლის 02 ოქტომბერს.
XIII. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2024 წლის 03 ოქტომბრის 1700 საათამდე.
XIV. სააპელაციო კომისიის მუშაობა – 2024 წლის 04 ოქტომბერი.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1