აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

1. უნივერსიტეტ ადმინისტრაცია ულოცავს ყველა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.

გაცნობებთ, რომ აბიტურიენტები რეგისტრაციისათვის უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში 02 სექტემბრიდან  18  სექტემბრის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა)  მისამართზე: ქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), პირველი სართული, ტელ: 275 25 20.


2. აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი (დედანი);
  • 2 ფოტო სურათი (3X4-ზე) და CD-დისკი;
  • ვაჟებისათვის – სამხედროს მიწერის მოწმობის ასლი.

3. ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის  და სტომატოლოგიის  ფაკულტეტებზე  სწავლა დაიწყება   23  სექტემბერს.

4. მედიცინის  ფაკულტეტზე სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს.

ადმინისტრაცია


Facebooktwitterpinterestlinkedinmail