EBSCO-ს მონაცემთა ბაზების ინტერფეისის ცვლილებასთან დაკავშირებით 8 მაისს უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა ვებინარი თემაზე:’’New user interface of the EBSCOhost platform. All you need to know about access and usage scientific medical electronic resources on the updated platform’’.
EBSCO-ს ტრენერმა – ირინა სერჟანმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო ებსკოს ახალი ინტერფეისი, თუ როგორ და სად მივიღოთ წვდომა სრულ ტექსტებზე, როგორ მოვიძიოთ სტატიები, რა არის My EBSCOhost პირადი ანგარიშის უპირატესობები და ა.შ.
ვებინარს ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.