ერაზმუს + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა პოლონეთის შედლცეს უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის

1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პოლონეთის შედლცეს უნივერსიტეტში (Siedlce University) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის 1 (ერთი) ადგილზე.

აპლიკანტს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს + – ის გრანტი.

2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 1 სემესტრი (2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).

3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადები – დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2024 წლის 10 ივნისიდან 20 ივნისის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: tornike.khoshtaria@geomedi.edu.ge

 სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
  • CV-ს ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა).
  • ინგლისური ენის, B2 დონის, დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა).
  • უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ან ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე).
  • სასწავლო ბარათი ინგლისურ ენაზე (აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მიმდინარე GPA მინიმუმ 2.8).
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

4. კონკურსის შესარჩევი პროცესი:

  • ტესტირება ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) – 2024 წლის 21 ივნისი, 1200 საათზე.
  • დოკუმენტაციის შემოწმება – 2024 წლის 24-25 ივნისი.
  • გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 2024 წლის 26 ივნისი, 1200 საათზე.
  • შერჩეული კანდიდატის ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში – 2024 წლის 27 ივნისი.

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აპლიკანტების შეფასება და ნომინირება მოხდება სტუდენტის და პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე) საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესის მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის შესაბამისად.

5. კონსულტაციები გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით – 2024 წლის 03 – 04 ივნისს, 1100 საათზე.

6. სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით მიმართეთ დეკანატს ან შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.

7. დამატებითი ინფორმაცია:

  • სტიპენდია მოიცავს 800 ევროს თვეში (4.5 თვის განმავლობაში). ასევე, 275 ევროს ავია ბილეთებისთვის.
  • სემესტრი მასპინძელ უნივერსიტეტში იწყება 2025 წლის 26 თებერვალს.
  • შერჩეულმა კანდიდატმა 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail