სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2023 წლის 21 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და კვლევები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:

I ადგილი – პუჯა ჰიტეშბჰაი რაჯპუტ (მედიცინის ფაკულტეტი)

II ადგილი – გიორგი ჭკადუა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტი)

III ადგილი – გუნჩა შაიხ (მედიცინის ფაკულტეტი)

ჟიურის სიმპათია – მარიამ ტყეშელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტი)

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები. კონფერენციის მასალები იხილეთ უნივერსიტეტის “სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციის მასალებში“.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail