ტრენინგი პირველკურსელთათვის

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ, 28 სექტემბერს ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ,,საბიბლიოთეკო სერვისები და მათი გამოყენება“ სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის. ტრენინგზე განხილული იქნა ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და კატალოგში რესურსების მოძიების გზები.  ასევე, მომხსენებელმა ისაუბრა სამეცნიერო ელექტრონული ბაზების EBSCO-სა და  ELSEVIER-ის გამოყენების შესაძლებლობებისა და წვდომის შესახებ. სტუდენტები პრაქტიკული მაგალითების სახით გაეცნენ აღნიშნული სერვისების გამოყენებას როგორც უნივერსიტეტში, ასევე დისტანციურად.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail