ლექცია და მასტერკლასი რეზიდენტებისთვის ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე ასპექტები

გეომედის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში 2023 წლის 18 ივლისს რეზიდენტებისთვის ჩატარდა ლექცია და მასტერკლასი ენდოდონტიაში. აღნიშნული შეხვედრა დაეთმო ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს, აქტუალურ საკითხებს და მათი მკურნალობის რაციონალურად გადაჭრის გზებს. შეხვედრას უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი, კომპანია “Ivoclar”-ის ოფიციალური სფიქერი და ტრენერი საქართველოში ნინო ჯაფარიძე. ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail