სამეცნიერო სემინარები საქართველოში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებზე

2023 წლის 14 ივლისს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო სემინარები:

  1. “საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების ქიმიური შემადგენლობა და მათი ფუნქციები”. მოხსენებაში განხილული იყო საქართველოში გავრცელებულ ზოგიერთ სამკურნალო მცენარეში არსებული ძირითადი ქიმიური ნივთიერებები, მათი სამკურნალო თვისებები და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობა მცენარეთა ფიზიოლოგიურ პროცესებში. მომხსენებელი თორნიკე მინდიაშვილი.
  2. “საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი მცენარის, მათ შორის ენდემური სახეობების გამოყენება ხალხურ და კლინიკურ მედიცინაში”. მოხსენებაში განხილული იყო საქართველოში ზოგიერთი მცენარის გავრცელება, მათი ბოტანიკური დახასიათება და სამკურნალო პოტენციალის გამოყენება, როგორც ხალხურ, ისე კლინიკურ მედიცინაში. მომხსენებელი მარიამ კობიაშვილი.

Facebooktwitterpinterestlinkedinmail