2023 წლის 30 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და Mini-Cex (მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება). სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.