სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე

2023 წლის 29 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე: PBL (Problem-Based Learning) – პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, CBL (Case-Based Learning) – კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, TBL (Team-Based Learning) – გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება, CBCR (Case-Based Clinical Reasoning) – შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობა, Role Play – ექიმისა და პაციენტის როლების შესრულება, Flipped classroom – შებრუნებული საკლასო ოთახი, Bedside teaching – სწავლება პაციენტის საწოლთან. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail