1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
1.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს.
2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
2.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
2.2. დამატებითი სემესტრის სტუდენტს არ აქვს შიდა მობილობაში მონაწილეობის მიღების უფლება.
2.3. შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ.
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე, ასევე იმ სტუდენტებზე, რომელთაც არ ჩაუბარებიათ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
3. კრედიტების აღიარება
შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის „საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის და კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.
4. შიდა მობილობის ვადები
ა) დოკუმენტების მიღება – 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით;
ბ) კრედიტების აღიარება – 14 სექტემბერი;
გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 15 სექტემბერი.
5. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
ა) განცხადება.
ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
გ) პირადობის მოწმობის ასლი.