1.უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.
გაცნობებთ, რომ აბიტურიენტები რეგისტრაციისათვის უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში 05 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა) მისამართზე: ქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქ. №4, პირველი სართული, ტელ: 275 25 20.
2. აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი (დედანი);
- 2 ფოტო სურათი (3X4-ზე) და CD-დისკი;
- ვაჟებისათვის – სამხედროს მიწერის მოწმობის ასლი.
3. ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე სწავლა დაიწყება 26 სექტემბერს.
4. მედიცინის ფაკულტეტზე სწავლა დაიწყება 03 ოქტომბერს.
ადმინისტრაცია