1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ, თურქეთის ალტინბას უნივერსიტეტში ბილატერალურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის.
2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 1 სემესტრი (2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).
3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადა – დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2022 წლის 09 მარტის 1600 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: nana.gvenetadze@geomedi.edu.ge.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (იხილეთ შენიშვნა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ან ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა
4. კონკურსის შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი);
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან (შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი);
- შერჩეული კანდიდატების ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში (ალტინბას უნივერსიტეტი).
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აპლიკანტების შეფასება და ნომინირება მოხდება სტუდენტის და პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე) საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესის მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის შესაბამისად.
5. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 2022 წლის 11 მარტი, 1200 საათზე.
6. სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით მიმართეთ დეკანატს ან შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.
7. კონსულტაცია გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით – 2022 წლის 07 მარტი, 1100 სთ.
8. დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეული კანდიდატები თავად აანაზღაურებენ მგზავრობის, საცხოვრებლის, კვებისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს;
- შერჩეულმა კანდიდატმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
შენიშვნა: ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში ჩააბაროს B2 დონის გამოცდა ინგლისურ ენაში და აიღოს შესაბამისი დონის დამადასტურებელი ცნობა. გამოცდები ჩანიშნულია 2022 წლის 7 და 9 მარტს 1200 საათზე.