2022 წლის 12 იანვარს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მარინა ფირცხალავამ და კრწანისის რაიონის გამგებელმა ბატონმა ბექა მიქაუტაძემ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი სოციალური და ჯანდაცვის პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით. კრწანისის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეხვდა და გაესაუბრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს. შეხვედრა წარიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში.