უნივერსიტეტი ულოცავს კურსდამთავრებულებს!

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი, ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა, პირველივე ცდაზე წარმატებით ჩააბარეს ინდოეთის რესპუბლიკაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის სავალდებულო FMGE გამოცდა, რომლის ჩაბარების შემდეგ მათ უფლება ეძლევათ აწარმოონ პროფესიული პრაქტიკა, სტაჟირება გაიარონ ინდოეთის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და დასაქმდნენ უმცროს ექიმებად. ამ წარმატებით გეომედის კურსდამთავრებულებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უნივერსიტეტს გააჩნია ყველა რესურსი, რაც კურსდამთავრებულს ხდის პროფესიონალად და მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე მაღალ კონკურენტუნარიანს. სწორედ ეს წარმოადგენს უნივერსიტეტის მისიას.  უნივერსიტეტი ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას პროფესიულ ასპარეზზე.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail