1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
მიმართულება: მარკეტინგი, მენეჯმენტი.
ასოცირებული პროფესორი – 2
ასისტენტ-პროფესორი – 2
2. ა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ბ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge დადგენილი ფორმის მიხედვით );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ზ) სილაბუსი;
თ) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
ი) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.
კ) სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია.
ლ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
4. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა წინასწარ უნდა განაცხადოს თანხმობა უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კი უნდა მოახდინოს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედთან აფილირების შესახებ წერილობითი შეთანხმება.
5. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
6. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 11 აგვისტოს.
7. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 20 სექტემბრიდან 01 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე;
8. გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე ჩატარდეს 2021 წლის 04 ოქტომბერს 10.00 სთ -17.00 სთ.
9. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2021 წლის 05 ოქტომბერს.
10. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 06 ოქტომბრის 17.00 საათამდე; 2021 წლის 07-08 ოქტომბერი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.
11. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.
1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 10 წლის განმავლობაში): რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 3 ქულა.
3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 10 წლის განმავლობაში) -20 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში):
ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა -3 ქ.
5. გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე- 5 ქ.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20