პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

2021 წლის 25 ივნისს, უნივერსიტეტი გეომედი ატარებს  საგაზაფხულო, პროფესორ-მასწავლებელთა, სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც წარიმართება ონლაინ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. მონაწილეობის მსურველებმა  უნდა წარმოადგინონ მასალები ელექტრონულ ფოსტაზე conference@geomedi.edu.ge,  არაუგვიანეს  16 ივნისისა (იხ. ინსტრუქცია).

ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტ გეომედის კონფერენციის კრებულში „სამეცნიერო კონფერენციის მასალები“ თბილისი 2021.

საუკეთესო ნაშრომების ავტორები მიწვეულნი იქნებიან დელეგატებად მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა 2021“, რომელიც გაიმართება 4-6 ოქტომბერს კაჭრეთის ამბასადორში. 


Facebooktwitterpinterestlinkedinmail