სტუდენტთა საყურადღებოდ!

2021 წლის 24 ივნისს, უნივერსიტეტი გეომედი ატარებს  საგაზაფხულო, სტუდენტურ, თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც წარიმართება ონლაინ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. მონაწილეობის მსურველებმა,  უნდა წარმოადგინონ მასალები ელექტრონულ ფოსტაზე  conference@geomedi.edu.ge,  არაუგვიანეს  15 ივნისისა (იხ. ინსტრუქცია).

კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერთიფიკატი, ხოლო  ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტ გეომედის კონფერენციის კრებულში „სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენციის მასალები“ თბილისი 2021. გამარჯვებული სტუდენტები გახდებიან დელეგატები  მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმისა „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა 2021“, რომელიც გაიმართება 4-6 ოქტომბერს კაჭრეთის ამბასადორში.

სტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა


Facebooktwitterpinterestlinkedinmail