ცხადდება კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის სპეციალისტების შერჩევის მიზნით

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის სპეციალისტების (2 ვაკანსია) შერჩევის მიზნით.
II. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება.

III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით განცხადება );
2. ავტობიოგრაფია cv;
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
4.შესაბამის დარგში (მედიცინა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;
6. სამოტივაციო წერილი;
7. ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა

IV.კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

• სამუშაო გამოცდილება
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება

კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.

V. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
VI. კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
VII. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 9. გამსვლელი ქულა 7.
VIII. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 09 თებერვალს.
IX. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 18 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.
X. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2021 წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე.
XI. გასაუბრება ჩატარდეს 2021 წლის 01 მარტს, 14:00 საათზე.
XII. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2021 წლის 02 მარტს.
XIII. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 04 მარტის 17:00 საათამდე.
XIV. 2021 წლის 05 მარტი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.

ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72


Facebooktwitterpinterestlinkedinmail