აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

1. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.
გაცნობებთ, რომ აბიტურიენტები რეგისტრაციისათვის უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში 07 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა) მისამართზე: ქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), პირველი სართული, ტელ: 275 25 20.

2. აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

• პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
• ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი (დედანი);
• 2 ფოტო სურათი (3X4-ზე) და CD-დისკი;
• ვაჟებისათვის – სამხედროს მიწერის მოწმობის ასლი.

3. ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე სწავლა დაიწყება 5 ოქტომბერს.

4. მედიცინის ფაკულტეტზე სწავლა დაიწყება 12 ოქტომბერს.

ადმინისტრაცია


Facebooktwitterpinterestlinkedinmail