პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!

უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას!

რეგისტრაციის ვადები:
9 სექტემბერი – 20 სექტემბრის ჩათვლით 10:00 სთ-დან-17:00სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა)
მის: თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, 0114; (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3), პირველი სართული, სტუდენტთა სერვის ცენტრი

სწავლის დაწყების თარიღები: საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი, სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის 30 სექტემბერი.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი საბუთები:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი (დედანი);
• 2 ფოტო სურათი (3X4-ზე) ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (CD დისკით);
• სამხედროს მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)

შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციისდროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად! მშობელმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, ხოლო სტუდენტმა დაბადების მოწმობა.

ადმინისტრაცია


Facebooktwitterpinterestlinkedinmail